მარნეულში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 3 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ მუნიციპალური ნარჩენით გარემოს გარემო დააბინძურა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქალაქის მიერ მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენის ღია წესით წვის ფაქტი გამოვლინდა. ქალაქ მარნეულში, მოქალაქე ნარჩენების ღია წესით წვას ახდენდა.

შედგა სამართალდარღვევის ოქმები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები