ხმაური ქუთაისის მერიასთან – “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა შენობაზე სტიკერის გაკვრა სცადა
“ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აქტივობას ქუთაისის მერიასთან ხმაური მოჰყვა. ნიკა ნარსიამ მერიის შესასვლელთან სტიკერი წარწერებით – “ნუ გვისმენთ” გააკრა.
როგორც ნარსია აცხადებს, ის ამ ფორმით, შესაძლო ფარულ მიყურადებას აპროტესტებს. მას სტიკერების გაკვრის საშუალება მერიის დაცვამ არ მისცა და კანონის დაცვისკენ მოუწოდა.
ნარსიას თქმით, ის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას და დოკუმენტების გადაცემას აპირებდა, სადაც მისი მტკიცებით, ნაჩვენებია, რომ საკრებულოს წევრი თემურ ნადირაძე ბიზნესსაქმიანობას კანონდარღვევით ეწევა, თუმცა მან შენობაში შესვლა ვერ მოახერხა.