სოფელ პატარძეულში მე-2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ პატარძეულში, ნომერ მე-2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 282 879 ლარით ფინანსდება.
სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპნია – შპს “მეტალი +” ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვადის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბერში დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ პატარძეულში გასულ წელს #1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სულ მალე, ყველა აღსაზრდელს ახალი – თანამედროვე სასწავლო გარემო ექნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები