რუსთავში ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში 2 სექემბრიდან დღემდე 1320 პირი აიცრა
მუნიციპალურ ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში, 2 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით, ,,ფაიზერისა“ და ,,სინოვაკის“ ვაქცინით, ჯამში 1320 პირი აიცრა.
როგორც რუსთავის მერიაში განაცხადეს, ხვალიდან, ერთი პუნქტის ლოკაცია შეიცვლება და ჭყონდიდელის დასახლების ნაცვლად, მოძრავი ამცრელი პუნქტი, ლეონიძის ქუჩა #26-თან მე-4 საჯარო სკოლის წინ განთავსდება.
აღნიშნული მისამართის გარდა, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მსურველებისთვის ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები მე-19-ე მიკრო რაიონში აღმაშენებლის გამზირი N89-თან (სუპერმარკეტ ,,მადაგონის“ წინ) და მე-12-ე მიკრო რაიონში #23 საჯარო სკოლასთან იქნება განთავსებული.
ავტობუსებში აცრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით, “ფაიზერითა” და “სინოვაკით”, წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
ვაქცინააცის მოძრავი პუნქტების გარდა, კოვიდსაწინაარმდეგო ვაქცინით მოსახლეობის აცრა რუსთავის 5 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს.