სოფელ შამგონას ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“ კაბადოკიაში გამართული საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ საზღვრისპირა სოფელ შამგონას ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა” კაბადოკიაში გამართული საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებული გახდა. პრიზი ანსამბლს კაბადოკიის მერმა გადასცა.

საერთაშორისო კონკურსში რუსეთი, ბულგარეთი, ბელორუსია, თურქეთი და კიდევ ევროპის რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა.

,,როცა გავიგე, რომ კონკურსზე რუსეთი ღებულობდა მონაწილეობას რაღაცნაირად გამკრა აზრმა, აი იქ უკვე ვიცოდი, რომ წაგების უფლება არ გვქონდა და ოკუპანტი ქვეყანა უნდა დაგვემარცხებინა.

ბავშვები სცენაზე გასვლის წინ ფსიქოლოგიურად განვაწყვეთ,ისინი ყველაზე ახლოს არინ მდინარე ენგურის საოკუპაციო ხაზთან და ისინი სერიოზულად მოეკიდნენ საქმეს.

სცენზე შესაძლებლობების მაქსიმუმი დადეს და შედეგიც სახეზეა, კონკურსის ერთადერთი პრიზი გრან-პრი საქართველოში მოგვაქვს”, ამბობს ანსამბლის ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი ბექა ლაგვილავა.

ანსამბლი “როკვა” 30-მდე წევრს აერთიანებს და ისინი პანდემიის მიუხედავად, რეგულაციების სრული დაცვით მთელი წლის განმავლობაში მეცადინეობდნენ.

ამ პერიოდში, მოსწავლეები უფასოდ ეუფლებოდნენ ცეკვებს.

ანსამბლი საზღვრისპირა სოფელში 4 წელია ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები