ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა და წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა და წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდა მიმდინარეობს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ბრიგადებთან ერთად  ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მერიის სპეციალური კომისია ადგილზე სწავლობს მდგომარეობას და ითვლის ზარალის მოცულობას. 11 სექტემბერს სოფელ ზუბში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა სახლები და სავარგულები. ხე დაეცა სატვირთო მანქანას. დაზარალებული ოჯახები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით თანხებს მიიღებენ.

ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები