ხულოს საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობის” რიგები დატოვა.
მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის კავშირია.
“დავინახე როგორ გადაეჯაჭვნენ ერთმანეთს გახარიას გუნდი და ნაციონალური მოძრაობა. გახარიას გუნდში გაწევრიანება რომ მდომოდა, ამის გადაწყვეტილებას მე თვითონ მივიღებდი. მე ვხედავ, რომ არც ნაციონალურ მოძრაობაში და არც გახარიას პარტიაში ჩემი ადგილი არ არის და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ჩემი ამჟამინდელი პარტია. კონკრეტულ დეტალებზე შემდეგ კვირაში უფრო ვრცლად ვისაუბრებ თქვენთან”, – განუცხადა ჟურნალისტებს მერაბ ბოლქვაძემ.