გახარიას პარტია შუახევში სამმა წევრმა დატოვა
შუახევში, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “გახარია საქართველოსთვის“ სამმა წევრმა დატოვა. პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ გუნდაძე – სიის მე-9 ნომერი, ხუსეინ ხიმშიაშვილი – სიის 11-ე ნომერი, მზევინარ დიასამიძე – სიის 21-ე ნომერი. აქვე აღსანიშნავია, რომ მზევინარ დიასამიძე საერთოდ არ ფლობდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პარტიის პროპორციულ სიაში იყო. მათ უკვე მიმართეს საოლქო სარჩევნო კომისიას რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.