მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს

მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს. ის დამოუკიდებელი კანდიდატია. ხელმოწერები კენჭისყრაში მისაღებად თავად შეაგროვა და ამბობს, რომ ბათუმის მერი რიგითი ადამიანი უნდა იყოს.

კახაბერ ცისკარიძის თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტი ბათუმის განვითარებაა, რათა ქალაქი ოთხივე სეზონის განმავლობაში ტურისტულად მიმზიდველი იყოს.

“პირველი კანდიდატი ვარ, რომელმაც ბათუმს პრიორიტეტი განუსაზღვრა. ეს კულტურა და ხელოვნებაა. ყოველთვის არ გვაქვს იმის საშუალება რომ სულ კარგი ამინდი იყოს ან კარგი მომსახურება, ამიტომ ბათუმს სჭირდება კარგი კონცეფტი” – თქვა კახაბერ ცისკარიძემ.

ცნობისთვის, მომღერალი კენჭს 2017 წლის არჩევნებისთვისაც იყრიდა. მაშინ მან ხმების 1 პროცენტზე მეტის  მიღება შეძლო და ახლა ბათუმელების უფრო დიდი მხარდაჭერის იმედი აქვს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები