ბათუმში პაციენტი კოვიდსასტუმროში შეყვანის დროს, ეზოში გარდაიცვალა
ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი სასტუმრო „სანაპიროში“ შეყვანის დროს გარდაიცვალა – ამის შესახებ განცხადება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
„ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა. პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.
ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება,”- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.