ავარიას ზუგდიდში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხუბულავას ქუჩაზე გარე განათების ბოძს დაეჯახა. მოპედის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები