ყვარელში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი პირი დააკავეს

ყვარელში “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი დააკავეს. ინფორმაცია “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს. დამნაშავესა და პოლიციას შორის მოლაპარაკება რამდენიმე საათის განმავლობაში  მიმდინარეობდა.  არსებული ინფორმაციით დაკავებული 45 წლამდე მამაკაცია.

ყვარელში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით ორი საათის წინ შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევრ მილიონს ითხოვდა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები