პირები, რომლებიც „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს შენობაში იმყოფებოდნენ, გამოკითხვაზე გადაიყვანეს

პირები, რომლებიც „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს შენობაში იმყოფებოდნენ, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ერთ-ერთმა მძევალმა განუცხადა, თავდასხმის შემდეგ, შეიარაღებულმა პირმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა. მისივე თქმით, თავდამსხმელი გამოსასყიდს ითხოვდა.

„კი, გაუშვა. ფული უნდოდა, სხვა რა ექნებოდა მოთხოვნა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მძევალმა.

მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა.

„იძახდა მაქვსო, მაგრამ მე არ დამინახავს. ლიმონკა მაქვსო ამბობდა. ახლა პოლიციაში ვარ დაკითხვაზე და ვერ დაგელაპარაკებით“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მძევალმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის ფილიალში 16:00 საათისთვის შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნიღბიან თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა. ბანკში მყოფი პირების ნაწილმა შენობის დატოვება მოასწრო, ნაწილი კი ამ დრომდე შენობაში რჩებოდა. ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა.

ყვარელში საპოლიციო ღონისძიება გრძელდება. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები