“შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში, “საქართველოს ბანკის” შენობაში მძევლები არ იმყოფებიან”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთი კოვზიაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მძევლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ყველა მძევალი თავისუფალია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველები ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მიმდინარეობს შეიარაღებული პირის იდენტიფიცირება”, – განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა.