ყვარელში საქართველოს ბანკში მყოფი მძევლები გათავისუფლდნენ

ყვარელში საქართველოს ბანკში მყოფი მძევლები სამსაათიანი სპეცოპერაციის შედეგად უკვე გათავისუფლდნენ. ინფორმაციას ადასტურებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
“სამართალდამცველების ძალისხმევის შედეგად ბანკში მყოფი ყველა მძევალი თავისუფალია. შენობაში რჩება მხოლოდ თავდამსხმელი. სპეცოპერაცია გრძელდება და დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა დამნაშავეს დააკავებენ”,- განაცხადა  ირაკლი ქადაგიშვილმა.
ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. არსებული ინფორმაციით, ის მედიასთან გააკეთებს კომენტარს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები