ამჯერად ზუგდიდი – გახარიას პარტია პროპორციული სიის წევრმა დატოვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია და პროპორციული სია გიორგი ჯოჯუამ დატოვა. შესაბამისი განცხადება ჯოჯუამ დღეს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა და კანდიდატურის სიიდან ამოღება მოითხოვა.

დღეს გახარიას პარტია ასევე დატოვა ხობის აქტიურმა წევრმა და აგიტატორმა შორენა თოდუამ. გუშინ კი გახარიას პარტია საქართველოსთვის  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ დატოვა. მანამდე კი ჩხოროწყუ, წალენჯიხა, მარტვილი, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის, ალექსანდრე მოწერელიას ბიუროს თანამშრომელმა ფრიდონ ლათათიამ და სალომე პაპავამ გიორგი გახარიას გუნდი დატოვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები