ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობდა და ამტკიცებდა რომ ერთ-ერთ შეხვედრას საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

„ქართული ოცნების“ გურიის ორგანიზაციის კოორდინატორი გიორგი ღურჯუმელიძე სარჩელს „მიკერძოებულს“ უწოდებს. მისი თქმით, სასამართლომ მიიღო კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

,,შეხვედრა მართლაც გახლდათ თემის გარშემო ორგანიზებული და დამსწრეთა მობილიზება სამსახურებრივი ნიშნით, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით არ მომხდარა. ჩვენ არ გვქონია კავშირი, რომელიმე საჯარო სამსახურის ხელმძღვანელთან და არ გვითხოვია, საჯარო მოხელეები დასწრება პროგრამის პრეზენტაციაზე.
ცხადია, ეს საჩივარი გახლდათ მიკერძოებული. ამაში უფრო მეტად ვრწმუნდებით, როცა ოზურგეთში ამავე პერიოდში, ჩვენი კონკურენტების მხრიდან სახეზეა სავარაუდო მოსყიდვის ნიშნები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი ფაქტი, როდესაც მოქალაქეებს დახმარება წინასაარჩევნოდ ეძლევათ შერჩევითად, ჩემი კონკურენტის საარჩევნო მასალები განთავსებულია სახელმწიფო რესურსებზე და მედიის მხრიდან გაშუქდა ზეწოლის და მერიის თანამშრომლებზე ზემოქმედების არაერთი ფაქტი, რაზეც ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობას” ან სხვა ორგანიზაციებს რეაგირება არ მოუხდენიათ.
მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ ამ შემთხვევებზე და ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მომხდარი დარღვევები, მოახდინონ კანონის მართებულად ინტერპრეტაცია ” – განაცხადა გიორგი ღურჭუმელიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები