გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 10 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 10 ფაქტი გამოავლინეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ დაამზადა 0,5 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მერქანი.
თელავის მუნიციპალიტეტში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი. სოფელ ნაფარეულის ტყეში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 1 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე. სოფელ რუისპირის ტყეში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 2 ერთეული მუხის სახეობის ხე-მცენარე.
3 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეებმა შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზე უკანონოდ დაამზადეს, ჯამში 3,5 კუბური მეტრი მუხისა და თხმელის (მურყანი) სახეობის საშეშე მასალა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სოფელ მუკუზანის სატყეო უბანში მოქალაქეებმა უკანონოდ დაამზადეს ჯამში 1 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მასალა. კაჭრეთისა და შაშიანის ტყეებში კი, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 3 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები