ბაღდათის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე სოფელ ობჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე,
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთნ შეხვედრებს აგრძელებს.
მერობის კანდიდატი სოფელ პირველი და მეორე ობჩის მოსახლეობას შეხვდა .
„მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებ. ამჯერად სოფელ პირველი და მეორე ობჩის მოსახლეობას შევხვდი. ადგილობრივებს ჩვენი გუნდის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მურად ბურჯანაძესთან ერთად გავაცანი, რომელიც საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია სოფელ პირველ ობჩაში. ობჩა მთლიანად გაზიფიცირებულია, მოწესრიგებულია ცენტრალური საავტომობილო გზა და დამონტაჟებულია გარე განათების ლამპიონები. სულ მალე მეორე ობჩაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყება. კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭყეპნარი- საბუკიას 9 კილომეტრიან საავტომობილო გზას. ობჩაში ეტაპობრივად მოწესრიგდება შიდა საუბნო გზები და ის ადგილები, რომლებიც დარჩენილია გარე განათების გარეშე ლამპიონები განთავსდება. ობჩის მთავარი გამოწვევა სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებაა, აღნიშნული საკითხის გადაჭრის გზებზე მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს. სოფელი ობჩა ცნობილია მეღვინეობით. აქ რამდენიმე ღვინის მარანი ფუნქციონირებს და ადგილობრივებს აქვთ შემოსავალი. ჩემი მიზანია, სოფელს ინფრასტრუქტურა განვითარდეს და ადგილობრივებმა შეძლონ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება“,-აცხადებს ბაღდათის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები