“განახლებული რეგიონების” ფარგლებში ჩხოროწყუში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ახალი სახელმწიფო  პროგრამის “განახლებული რეგიონებისფარგლებში, ქალაქ ჩხოროწყუში მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი გაეცნენ.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ჩხოროწყუში აღმაშენებლისა და გობეჩიას  ქუჩების რეაბილიტაცია.

სამუშაოები  მოიცავს:

  • მუზეუმისა და სახელოვნებო სკოლის ფასადებისშეკეთებას.
  • ქალაქის კულტურის სახლის მიმდებარეტერიტორიაზე სკვერისა და სპორტული მოედნებისმოწყობას.
  • წმინდა გიორგის მონუმენტის რესტავრაციას.
  • მერიის შენობის ფასადის, ტროტუარებისა  დაგაზონების რეაბილიტაციას.
  • ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციას.
  • აღმაშენებლის ქუჩაზე სახელმწიფო და კერძოსაკუთრებაში არსებული შენობების ფასადებისრეაბილიტაციას.
  • მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკისრესტავრაციას.
  • პოლიციის შენობის ფასადისა და ტროტუარისრეაბილიტაციას.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამა  „განახლებული რეგიონები” 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები