შიდა ქართლში გახარიას პარტიას ისევ ტოვებენ
შიდა ქართლში გახარიას პარტიიდან გადინება გრძელდება. ყოფილი პრემიერის გუნდი ამჯერად ქარელის საკრებულოს პროპორციული სიის წევრმა ვახტანგ ბეთლემიძემ დატოვა. მან უკვე მიმართა საარჩევნო კომისიას და საკუთარი კანდიდატურის რეგისტრაციიდან გაუქმება მოითხოვა.