ჩხოროწყუში მარტოხელა ხანდაზმულების შინზრუნვის სერვისი დაინერგება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ა(ა)იპ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის დირექტორმა ირინა ხანთაძემ და აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა მელორი ცქვიტაიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, ადგილობრივ საჭიროებებზე ორიენტირებული სოციალური სერვისების განვითარების მიზნით, მხარეები ითანამშრომლებენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შინ ზრუნვის სერვისის დანერგვისა და განვითარების სფეროში.
აღნიშნულიდან გამომდინარე ა(ა)იპ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმამუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცასპეციალურად აღჭურვილი მანქანა და სხვა საჭირომოწყობილობები.
ჩხოროწყუ, ქვეყნის მასშტაბით, მესამე მუნიციპალიტეტია, სადაც აღნიშნული სერვისი დაინერგება.