1-31 აგვისტოს პერიოდში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 156 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გამოავლინეს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 156 ფაქტი, მათ შორის, 5 – სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 86 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონში, 30 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 6, სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოვლიდა ქვემო ქართლში, 8 ფაქტი – შიდა ქართლში, აჭარაში – 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 7, მცხეთა-მთიანეთში – 1, ხოლო გურიის რეგიონში 2 ფაქტი გამოვლინდა. 2021 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი დედაქალაქშიც გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამურად, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 186 მ3-მდე ხე-ტყე.
საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი, ამოღებულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი.
სამართალდარღვევათა შესახებ მოპოვებული მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.