როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
დღეს თბილისში გრილი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს.
მათივე ცნობით, 10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ზოგან სეტყვა.
8 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, იწვიმებს და აგრილდება. ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 9 სექტემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხება თბილისს, 9 სექტემბერს ისევ გამოიდარებს და დათბება.