ტიტე აროშიძე – მიხეილ სააკაშვილი ვერ გაბედავს საზღვარზე მოვიდეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ტიტე აროშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია იმისათვის, რომ გადმოვიდეს საზღვარზე, ის ვერ გაბედავს მოვიდეს საქართველოს საზღვარზე.
მისივე თქით, კრიმინალი, რომელიც მოადგება ქვეყნის საზღვარს, მისი გადმოსვლა და გადმოყვანა მოხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
„მიხეილ სააკაშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია იმისათვის, რომ გადმოვიდეს საზღვარზე, თან მშიშარა ადამიანი ბრძანდება და ამაში მას, სწორედ ეს შიში შეუშლის ხელს უპირველესად. ის ვერ გაბედავს მოვიდეს საქართველოს საზღვარზე, ვინაიდან იცის მას აქ დახვდებიან მისი რეჟიმისგან გამწარებული, გაუბედურებული საქართველოს მოქალაქეები, ისინი ვინც წლების განმავლობაში ჰყავდა გამომწყვდეული ციხეებში და ის მოქალაქეებიც, რომლებსაც ის სათამაშოებად მიიჩნევდა”, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.