“ეს ყველაფერი არის ტყუილი” – ენმ-ს წევრი ზეწოლაზე ბრალდებას უარყოფს

“ნაციონალური მოხრაობის” ახალქალაქის პროპორციული სიის ყოფილი წევრი ცისანა მიქელაძე უარყოფს jnews-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით ზეწოლა ხორციელდებოდა.

სტატიაში, სადაც ვრცელი ინტერვიუა “ნაცმოძრაობის” ახალქალაქის მერობის კანდიდატ მიქელ რაისიანთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “ქართულ ოცნებასა” და ადგილობრივ საარჩევნო კომისიას წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს და მათ ზეწოლაში სდებს ბრალს. სტატიაში, რაისიანი ამბობს, რომ პროპორციული სიის ერთ-ერთ წევრს ცისანა მიქელაძეს აშინებდნენ და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ, რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა.

“რეგიონული კვირა” ცისანა მიქელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნულ ბრალდებებს ტყუილი უწოდა და განმარტა, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

ეს ყველაფერი არის ტყუილი, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა“, – გვითხრა ცისანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი არ სურს.
სავარაუდოდ, გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას მოგვიანებით თავად გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები