გიორგი გახარიას გუნდი აჭარაში კიდევ ერთმა კანდიდატმა დატოვა

პარტია „საქართველოსთვის“ მორიგმა წევრმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია ხულოში ომარ აბაშიძემ დატოვა. საოლქო საარჩევნო კომისიას მან რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით უკვე მიმართა.

ბევრ საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წამოვედი გახარიას პარტიიდან. ჩემ გარშემო ამის მიზეზი ყველამ იცის. ფართო საზოგადოებისთვის უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ვინც ქართულ ღირებულებებს გადააბიჯებს და გახდება სატელიტი დესტრუქციული პარტიების ჩემი ადგილი მასთან არ არის. ვაღიარებ შეცდომა დავუშვი თუმცა მალევე მოეფინა ნათელი ყველაფერს და იმედია ყველა მიხვდება თუ ვინ ვინ არის”,- წერს ომარ აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები