ნინო ჭანიშვილი პარტია “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში პირველი ქალია და ადგილობრივ არჩევნებში ოზურგეთის საკრებულოს წევრობისთვის იბრძოლებს. იგი ოზურგეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტოსკოლის დამფუძნებულია, რომელიც მომავალ მძღოლებს ხარისხიან და თანამედროვე განათლებას აძლევს და ამზადებს. ნინო ჭანიშვილი და “ნინოს ავტოსკოლა” 2021 წელს “ბიზნეს პერსონა”-ს კონკურსის ნომინანტი და ტიტულის მფლობელია.
ნინო ჭანიშვილს 2021 წლის ივლისში, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ოზურგეთში პირადად სტუმრობდა, რადგან ნინო და მისი ავტოსკოლა USAID-ის “წარმატებული ბიზნესისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონაწილეა. ვიზიტის დროს, ნინომ ამერიკის ელჩს გურული ყაბალახი გადასცა საჩუქრად.
ნინო ჭანიშვილს თბილისის პოლიტიკური აკადემია აქვს დამთავრებული და პროფესიით დიპლომატია. იგი აქამდე კერძო სექტორში მუშაობდა, სადაც 14 წლიანი გამოცდილება დააგროვა.