„ნაცმოძრაობის“ ნინოწმინდის მერობის კანდიდატს ავაკ ბდოიანს საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად, უკანონოდ გააჩნია სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა

“რეგიონული კვირისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნინოწმინდის მერობის კანდიდატს, ავაკ ბდოიანს საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად, უკანონოდ გააჩნია სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა, რის გამოც დაწყებულია შესაბამისი პროცედურები მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით.

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ბდოიანს მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში საკუთარი პარტიის ლიდერები და მათ ცრუ ინფორმაციას აწვდის – თითქოს, მის მიმართ რაიმე სახის უკანონო ქმედებები ხორციელდება.

ბდოიანი რომ სომხეთის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს, ნინოწმინდაში მისმა არაერთმა მეზობელმა დაგვიდასტურა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები