ყოფილი პრემიერის პარტია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. ამჯერად გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” რიგებს ლანჩხუთში გამოაკლდნენ. ამის შესახებ გახარიას უკვე ყოფილმა თანაპარტიელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“მეგობრებო, გარკვეულ მიზეზთა გამო, ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვუერთდები “ქართული ოცნების” გუნდს, რომელსაც ქ. ლანჩხუთში წარმოადგენს ბატონი ალექსანდრე სარიშვილი და ქალბატონი ელისო ჭიჭინაძე”, – წერს მამუკა კუნჭულია.