დავით შერაზადიშვილი: ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი და მასზე ზრუნვა უპირველესია

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ჭრეში, ხახალაჯვარსა და წიფორში მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნული სოფლები მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონეა და ადგილობრივები იმ სოციალური პაკეტით სარგებლობენ, რაც სახელმწიფოს აქვს გაწერილი.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მოხდა სოფლების გაზიფიცირება, მოწესრიგდა შიდა გზები და მოეწყო გარე განათება.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი და მასზე ზრუნვა უპირველესია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს სოფლად თუ ქალაქად უკეთესი სოციალური გარემო შევუქმნათ.“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები