ენმ ახალქალაქში კიდევ ერთმა წევრმა დატოვა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ახალქალაქის საკრებულოს პროპორციული სიის წარმომადგენელმა, ქნქუშ არზუმანიანმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მან ასევე დატოვა პროპორციული სია და რეგისტრაციიდან გაუქმების მოტხოვნით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა.