გუდამაყრის ხეობაში სტიქიამ 700 ცხვარი იმსხვერპლა
სტიქიამ გუდამაყრის ხეობაში 11-მდე ოჯახის ცხვარი იმსხვერპლა.
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ფარა გუდამაყრის ხეობის ერთ-ერთი მთიდან გადმოყარა. ზარალი დაახლოებით 140 000 ლარს აღემატება. სოფელ ბურსაჭირის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, 700-მდე ცხვარია დაღუპული.