პარტია ლელო ახალქალაქში ოთხმა წევრმა დატოვა
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ახალქალაქის საკრებულოს პროპორციული სიის წევრებმა, ამაიაკ ზაქარიანმა, ჰაიკუშ ჩოლახიანმა , ვარდანუშ ზაქარიანმა და არმენაკ ჩოლახიანმა დატოვეს. ოთხივე მათგანმა საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს განცხადებით, რათა გაუქმდეს მათი კანდიდატურების რეგისტრაცია.