გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 1.2 მ3 საშეშე მერქანი იყო განთავსებული. “მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მძღოლი ავტომანქანის გაჩერებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას არ დაემორჩილა. ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მასზე განხორციელებული დევნის შედეგად, ავტომანქანის ძარაზე 1.5 წიფლის სახეობის საშეშე მერქანი აღმოჩნდა.
ფაქტებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის უწყებებში”, – აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.