გურიაში “მიცვალებული ადგა” – ქალი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა
გურიაში 87 წლის ქალი, რომელიც ოჯახის წევრებს გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა.
როგორც მისი შვილი ამბობს, ქალი არ სუნთქავდა.
„არც პულსი ესინჯებოდა და არც არაფერი… ბოლოს, აღარც სუნთქავდა. ყველა შვილი ასე მოიქცეოდა – ვიტირე. შემდეგ ჩემმა ძმამ შემთხვევით შეიხედა, დედაჩემი წამომჯდარი იყო, საწოლზე იჯდა. რომ მივედი და ვუთხარი, დედა რა იყო-მეთქი, მიპასუხა, კლინიკური სიკვდილი მქონდაო. მე თქვენი ხმა მესმოდა, მაგრამ ვერ გაგონებდითო“, – თქვა ქალის შვილმა.