„ნაციონალური მოძრაობის“ ახალქალაქის და მარტვილის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებმა კანდიდატურები მოხსნეს
“ნაციონალური მოძრაობის” ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ვალიკო ქოჩოიანმა კანდიდატურა მოხსნა. პროპორციული სიის და მაჟორიტარობის კანდიდატურის მოხსნის შესახებ ქოჩოიანმა საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა.
კანდიდატურა მოხსნა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა სალუქვაძემაც.