ბექა ვაჭარაძე: ფოთი აუცილებლად უნდა გავხადოთ ქალაქი, სადაც ახალგაზრდები საკუთარ შესაძლებლობებს დაინახავენ
„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით ხედვები და გეგმები ფოთელ ახალგაზრდებს გააცნო.
„ახალგაზრდების როლი და ჩართულობა, პირადად ჩემთვის და გუნდისთვის არის მნიშვნელოვანი. მათი შემართება, მიზანსწრაფვა, ენერგია, ცოდნა დადებითი ცვლილებების საფუძველია.
კარგად გვესმის რომ ახალგაზრდების ხელშეწობა, მათი ჩართულობა და პოტენციალის გამოყენება ნიშნავს უკეთეს ფოთს ყველა თაობის ადამიანისთვის. ამისათვის ჩვენ გვჭირდება რომ შევინარჩუნოთ და დავაბრუნოთ ჩვენი ახალგაზრდები,რისთვისაც გვაქვს კონკრეტული გეგმები სპორტის, განათლების მიმართულებით და მათთვის საჭირო სივრცეების მოწყობით, იმისათის რომ მათ სრულფასოვნად შეძლონ დასვენება , გართობა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ამ ქალაქში.
ფოთი აუცილებლად უნდა გავხადოთ ქალაქი, სადაც ახალგაზრდები საკუთარ შესაძლებლობებს დაინახავენ“-განცხადა კანდიდატმა.