ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი უკვე ზუგდიდშია
Covid 19-ის ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი უკვე ზუგდიდშია. ავტობუსში, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, მოქალაქეებს იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ, – ინფორმციას სამეგრელოს -ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინსიტრაცია ავრცელებს
ამავე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, მოძრავ პუნქტში ვაქცინაციის პროცესი ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ჩატარდა. იმუნიზაციის ავტობუსი იგივე მისამართზე კიდევ 2 დღე დარჩება, შემდეგ კი სხვადასხვა უბნებში იმოძრავებს.
ვაქცინაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად გაეცნო.
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ქალაქის ყველა უბანს მოიცავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.