“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგები წალენჯიხასა და ახალქალაქში წევრებმა დატოვეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა წალენჯიხასა და ახალქალაქში პარტიის რიგები დატოვეს და არჩევნებიდან თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს.

,,ენმ”-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (სოფლები ჭალე-მუჟავა), დავით ხასაიამ უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას  რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე. მან ასევე დატოვა პარტიაც.

გარდა ამისა, “ენმ”-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პროპორციული სიის მე-13 ნომერმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვალიკო ქოჩოიანმა პროპორციული სია და პარტია დატოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები