თერჯოლაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები”-ს ფარგლებში, ქ.თერჯოლის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილესთან, მანუჩარ რობაქიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროცესი ადგილზე მოინახულა და დამატებით საჭიროებებს გაეცნო.

“პროგრამის “განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, შეირჩა ის არეალები, რომელთა ნაწილიც ურბანული განახლებას საჭიროებდა.დღეის მდგომარეობით სამუშაო პროცესი დაწყებულია რუსთაველის #105 და #107 საერთო საცხოვრებლებზე. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,დაგი „ ახორციელებს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება“-განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები