ბენო გეგეჭკორი “ნაცმოძრაობას”: ვიდრე თქვენ ბოტკოველისთვის დარბიხართ, მანამდე ამ კორუმპირებულმა, თბილისში ფეშენებელური ვილის მშენებლობა დაასრულა
“ქართული ოცნების’’ კახეთის რეგიონული კოორდინატორი ბენო გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თელავის მერობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის დასრულებული ფეშენებელური სახლის ფოტოებს აქვეყნებს და “ნაციონალურ მოძრაობის” წევრებს მიმართავს, რომ ბოტკოველმა მათგან მოპარული ფულით სახლის მშენებლობა უკვე დაასრულა.
“ნაცებო, იცით რატომ ხართ სექტანტები? იმიტომ, რომ ვიდრე თქვენ ბოტკოველისთვის და მისი დორბლიანი პატრონისთვის დარბიხართ, ჩემო ბოტკოს ეძახით, მის იდეებს იზიარებთ, მანამდე ამ კორუმპირებულმა, არაფრის მკეთებელმა (ვერავინ ვერ მწერთ რა გაუკეთებია ფულის გარდა) პარაზიტმა, თბილისში დაასრულა თავისი ფეშენებელური ვილის მშენებლობა, გამოიცანით ფული საიდან ? თქვენ მოგპარათ, თქვე ბრმებო”, – წერს facebook-ზე ბენო გეგეჭკორი.