ნინოწმინდასა და ახალქალაქში უკანონო ნადირობის ფაქტები აღკვეთეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის მიმართულებით პრევენციული ღონისძიება გაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სოფლებში, თანამშრომლებმა 5 ერთეული ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს და დალუქეს.

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები