ირაკლი შიოშვილი ყვარელში გაჩენილ ხანძარზე: იმედი გვაქვს, ვერტმფრენის დახმარებით, რამდენიმე საათში შევძლებთ ლოკალიზების გამოცხადებას, თუმცა წინასწარ რამის პროგნოზი რთულია

კახეთის გუბერნატორი ყვარელში ჩავიდა და ხანძრის ქრობის სამუშაოს ადგილზე გაეცნო. ირაკლი შიოშვილი მეხანძრე-მაშველებსა და კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

გუბერნატორის განცხადებით, იმის გამო, რომ ძლიერი ქარია და რთულად მისასვლელი ადგილი, ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„ორი საათის წინ , ცეცხლის ქრობით სამუშაოში ავიაცია ჩაერთო. იმედი გვაქვს, ვერტმფრენის დახმარებით, რამდენიმე საათში შევძლებთ ლოკალიზება გამოვაცხადოთ, თუმცა წინასწარ რამის პროგნოზი რთულია. ვითარებას მეტეოროლოგიური სიტუაციაც ართულებს. ცოცხალი ძალა რჩება ხანძრის ეპიცენტრში და აქტიურად მუშაობს”- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

ცეცხლი ორი დღის წინ ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში გაჩნდა. პროცესში დროულად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტყეში, სავარაუდოდ, 5 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები