ყვარლის ტყეში ხანძარია

ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში ტყეში ხანძარია.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის ტყეში სავარაუდოდ, სამ ჰექტარ ტერიტორიას უკიდია. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი კონტროლირებადია.

„ხანძრის ქრობაში მეხანძრეებთან ერთად ჩართულია ყვარლის მერიის შესაბამისი სამსახურებიც. შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია“, – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები