4 სექტემბერს „ქართული ოცნება“ ხონის, წყალტუბოს და ქუთაისის მერობის კანდიდატებს წარადგენს.
11:00 საათზე, ხონის ცენტრალურ პარკში „ქართული ოცნება“ ხონის მერობის კანდიდატს, ლადო ჯურხაძეს წარადგენს.
12:25 საათზე წყალტუბოს ცენტრალურ პარკში წყალტუბოს მერობის კანდიდატის, გენადი ბალანჩივაძის წარდგენა გაიმართება.
20:00 საათზე, ბაგრატის ტაძრის ეზოში მმართველი გუნდი ქუთაისის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს წარადგენს.