კახა ენუქიძე: მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ მომცა შანსი, გამარჯვების შემთხვევაში ჩემს ბაღდათსა და ბაღდათელებს ვემსახურო

ქართულმა ოცნებამ ბაღდათის მუნიციპალიტეტში დღეს მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე წარადგინა.
“ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იმ მუნიციპალიტეტში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე. მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ მომცა შანსი, გამარჯვების შემთხვევაში ჩემს ბაღდათსა და ბაღდათელებს ვემსახურო. რეგიონების განვითარება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტია, რაც წლების განმავლობაში საქმითაც დამტკიცდა. ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლების, ჯანდაცვის, მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები, რომლებიც ცალსახად დადებითად აისახა ჩვენს მუნიციპალიტეტზე. თუმცა, წინ ჯერ კიდევ არაერთ გამოწვევა გველის. აქაურები, განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით გამორჩეული, ლაღი, იუმორით აღსავსე, მშრომელი და პატრიოტი ხალხი ბევრად მეტს იმსახურებთ. ჩვენს მხარეს აქვს უდიდესი პოტენციალი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისთვის, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გალამაზდეს აქაურობა და ადგილობრივებს გაუჩნდეთ მეტი შემოსავალი. ამის მიღწევა კი მხოლოდ ხელისუფლებისა და საზოგადოების ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობით, ერთად დგომით არის შესაძლებელი”,- აცხადებს ბაღდათის მერობის კანდიდატი.
კახა ენუქიძის თქმით, მან კარგად იცის მშობლიური მუნიციპალიტეტის საჭიროებები. “ბოლო ოთხი წელია ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს ვემსახურები და კარგად ვიცი მისი საჭიროებები, ძლიერი და სუსტი მხარეები. ვიცი რა პრიორიტეტები უნდა დავისახო, რათა ბაღდათი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისა და ინვესტორებისთვის. გპირდებით, რომ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, თქვენი ჩართულობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური ფონი. გპირდებით, ყველა გამოწვევას ღირსეულად გავართმევთ თავს, წლების განმავლობაში დაგროვებულ ცოდნას და გამოცდილებას კი ბაღდათის კეთილდღეობაზე ზრუნვას მოვახმართ. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ”,- აღნიშნა ენუქიძემ.
დღესვე ბაღდათის მერობის კანდიდატმა კახა ენუქიძემ , ტერიტორიულ ერთულებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები