ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად მეწყერული პროცესები განვითარდა

ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად მეწყერული პროცესები განვითარდა. ძლიერმა წვიმამ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, საცხოვრებელ სახლებთან, საავტომობილო გზებზე მიწის მასა ჩამოწვა.

ზოგიერთ ადგილზე გადაადგილება შეფერხებულია. ძლიერი ქარი იყო ქალაქის ტერიტორიაზე.
არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლს სახურავი დაუზიანა.

ქარბორბალამ ელექტროსადენები დააზიანა, წაქცეულია ხეები.

უწყებაში დღეს სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით სულ 40-მდე შეტყობინება შევიდა. შეტყობინებები შეეხებოდა წყალმოვარდნის, მეწყრული პროცესების და ქარბორბალას შედეგად სახლების დაზიანების შემთხვევებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები