ლევან ანდრიაშვილი თელავის მუნიციპალტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პარტია ,,ქართული ოცნების,, თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

კანდიდატი სოფელ შალაურსა და თელავში თამარის ქუჩაზე იმყოფებიდა. მან ადგილობრივებს თელავის მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა გააცნო და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

,,სოფელ შალაურის მოსახლეობამ შიდა საუბნო გზებისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, ასევე, საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა ითხოვა.
რაც შეეხება, თამარის ქუჩაზე, სამხედრო ქალაქის მცხოვრებლებს, მათ ჩემთან შეხვედრაზე წუხილი გამოთქვეს მიწის რეგისტრაციის საკითხზე, რაც ცენტრალურ მთავრობასთან ერთად თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს.
ვიზრუნებ, რომ აქტიური თანამშრომლობის პირობებში, ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით გავაუმჯობესო და უფრო მიმზიდველი გავხადო საცხოვრებელი გარემო თელავის მუნიციპალიტეტში.,, – განცხადა კანდიდატმა.

ცნობისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები