“ქართული ოცნების” დუშეთის მერობის კანდიდატი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 9 სოფლის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მანანა ნარიმანიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად მერობის კანდიდატი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 9 სოფლის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა იმ საკითხების შესახებ, რაც მოსახლეობისთვის კვლავ პრობლემად რჩება. ასევე, მხარეებმა განიხილეს უკვე განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
“ჩვენი ხელისუფლება ჩემი არჩევის შემდეგ ისევ აქტიურად იქნება ჩართული პრობლემების მოგვარებაში და აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ჩვენი ქვეყნის შენების პროცესს. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი გამოწვევა”- მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები